ირაკლი ღარიბაშვილი - მუსლიმ თანამოქალაქეებს გილოცავთ ყურბან-ბაირამს - სიყვარულის, ქველმოქმედების, თანადგომისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - სიყვარულის, ქველმოქმედების, თანადგომისა და სიკეთის გამარჯვების დიდ დღესასწაულს.

საქართველოს მუსლიმ თემს - ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ყოველდღიური შრომით და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებაში.

ვუერთდები თქვენს ზეიმს და კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო