ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ დაფუძნდა

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ინიციატივით და “საქართველოს ბიზნესომბუდსმენის” პატრონაჟით, USAID/Georgia-ს პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერით საქართველოში“ USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity ტექნიკური მხარდაჭერით ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი “მედიაცია ბიზნესისთვის” დაფუძნდა, რომელიც ყოველ წელს გაიმართება და მიზნად ისახავს ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ინფორმირებას მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე.

როგორც “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

პრეზიდენტმა ღონისძიებაში მონაწილე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მედიაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში იმისთვის, რომ ბიზნეს გარემო გაუმჯობესდეს, სწორედ ამას მოწმობს ასოცირების ხელშეკრულება, სადაც ხაზგასმულია მედიაციის როლზე და მნიშვნელობაზე. ასევე პრეზიდენმა ისაუბრა მედიაციის საშუალებით სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე. მისასალმებელი სიტყვის დასასრულს პრეზიდენტმა წარმატება უსურვა ფორუმს და ისურვა, რომ მედიაციამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი როლი და ადგილი დაიკავოს.

„ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონო ნინო ქადაგიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, USAID - მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ნინო კვეტენაძე და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ საერთაშორისოა და მიზნად ისახავს ერთის მხრივ, დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, სტაბილური პლატფორმის შექმნას, რაც საშუალებას მისცემს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მეტი შეიტყონ მედიაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ეფექტიანად, მოკლე ვადაში და ნაკლები დანახარჯით მათ წინაშე არსებული დავები თავად მოაგვარონ მედიაციის გამოყენებით.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” აგძელებს მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციისთვის აქტიურ კამპანიას და გეგმავს არაერთი სხვა მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის შემდგომ განვითარებას საქართველოში“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა