გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი მუშაობას დროებით შეაჩერებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრის მთლიანი სივრცის გეგმიური საინჟინრო-ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში, განხორციელებული კვლევითი სამუშაოების შედეგად, აღმოჩენილი იქნა შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის დაზიანებები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, შემუშავდება სარდაფის კონსტრუქციული სისტემების მდგრადობის აღდგენის წინასაპროექტო გეგმა და აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, აქტიურ რეჟიმში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუშაობას დროებით შეაჩერებს და 21 ივლისიდან, მომსახურების მიღება, შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა I შესახვევი #2.

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისში არსებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლონ გლდანი-ნაძალადევის (სარაჯიშვილის ქუჩა №1) სერვისცენტრით, ხოლო 26 ივლისიდან მოქალაქეებს მოემსახურება განახლებული ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი, მისამართზე: გულუას ქუჩა № 4.

„მომხმარებლები ასევე, ისარგებლებენ მოძრავი სერვისცენტრის - RS CAR-ის მომსახურებით, რომელიც განთავსდება ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაძლებელი იქნება შემდეგი სერვისების მიღება: შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის რეგისტრაცია/ავტორიზაცია, ავტორიზირებული გვერდის პაროლის აღდგენა და გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ცნობის გაცემა.

აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით'', - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა