მთაწმინდის პარკის მიმდებარედ მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ

მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ გზაზე ჟურნალისტები აქციას მართავენ. ისინი ადგილზე „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არიან შეკრებილები.

მედიის წარმომადგენლები 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა სპეციალური ბანერები გაშალეს წარწერით - "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" ; "როდის გადადგებით ბატონო ირაკლი"; "დაისაჯონ დამნაშავეები".

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მთაწმინდის პარკში "ქართული ოცნება" დედაქალაქის მერობის კანდიდატს 20:00 საათზე წარადგენს.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე