მარინა ეზუგბაია - კახა კალაძე ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მერია,  ამ ეტაპზე, კახის მხარდამჭერი ვარ

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ამავე საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე მივიდნენ. ღონისძიებაზე ასევე მივიდა ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ორივე მათგანმა განაცხადეს, რომ ისინი ღონისძიებას, როგორც კახა კალაძის მხარდამჭერები ესწრებიან.

"არ მიქმნის უხერხულობას, რადგან ვთვლი, რომ ბატონი კახა კალაძე გახლავთ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მერი. ამ ეტაპზე, ბატონი კახის მხარდამჭერი ვარ",- განაცხადა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა