იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ სწორად იქცევა, რომ თავის ყველაზე ძლიერ კანდიდატს, მთავარ საბრძოლო ადგილას აყენებს - კალაძე ამ არჩევნებზე ბევრი, სხვადასხვა მიზეზის გამო არის ფავორიტი

კახა კალაძე, მერი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ამ არჩევნებზე თბილისის მერად ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო არის ფავორიტი, თუ ოპოზიციამ მართლა რამე არ მოიფიქრა, უფრო სერიოზული, ვიდრე ადამიანების შერჩევაა, რომელიც ინდივიდუალურად მოუგებს კახა კალაძეს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ოპოზიციის მხრიდან გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ თბილისის მერის არჩევნებზე, კახა კალაძეს კონკურენცია გაუწიოს.

„ოპოზიცია, თბილისის მერის არჩევნებისთვის, ბევრად მომზადებული უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. თბილისის არჩევნებზე დომინაცია გავლენას მოახდენს შედეგზე. „ქართული ოცნება“ სწორად და რაციონალურად იქცევა, რომ თავის, ყველაზე ძლიერ კანდიდატს, მთავარ საბრძოლო ადგილას აყენებს.

ოპოზიცია უნდა ემზადებოდეს იმისთვის, რომ ადამიანები მიიყვანოს არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მხარეს, კახა კალაძის ცნობადობა და ავტორიტეტი დგას, მეორე მხარეს იდგეს შესაბამისი იდეა, რომელიც ამას გადაწონის. ეს არის სწორი მიმართულება, მაგრამ ამის სანაცვლოდ მე ხომ ვიცი, ოპოზიცია რას გააკეთებს, - ისევ ემოციური გამოსვლები, ქოცების ლანძღვა-გინება, აქტიური საარჩევნო კამპანია, რომ სხვებს ყურადღეება არ დარჩეთ.

პირობითად, რა მოხდა იმ დღეს პარლამენტში - შევიდა „ნაცმოძრაობა,“ იხმაურა, მოაწყო კონცერტი, ჩაიშალა სხდომა. იმ დღეს იყვნენ „ქოცები“ და „ნაცები,“ მეტი არავინ. ეს არის სტრატეგია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა