ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ჩენჟოუში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

წყალდიდობამ პროვინციის ათზე მეტი ქალაქი დააზარალა, დაიტბორა ქუჩები, ავტომობილები, ჩაიკეტა მთავარი გზები, გაუქმდა ავიარეისები.

აღსანიშნავია, რომ ჰენანის პროვინციაში 94 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

BBC წერს, რომ წყალდიდობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ მათ შორის უპირველესია კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული დათბობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო