ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში „თიბისის“ სტუდენტური ბარათებით გადახდისას სტუდენტები განახევრებული ტარიფით ისარგებლებენ

სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს „თიბისის“ სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფასი - 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება. სიახლე 14 ივლისისდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება.

„მათ, ვისაც „თიბისის“ სტუდენტური ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა „თიბისის“ ცხელი ხაზის საშუალებით (032 2 272727), ასევე, თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ხოლო, ისინი, ვინც უკვე არიან „თიბისის“ მომხმარებლები, სტუდენტური ბარათის შეკვეთას ვებ-გვერდზე - www.tbcyouth.ge შეძლებენ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, მეორე დღეს ამოქმედდება.

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს