ხატია დეკანოიძე - მოვიდეს გომელაური პარლამენტში თუ არ შეეშინდება

მოვიდეს გომელაური პარლამენტში თუ არ შეეშინდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გომელაურს კითხვებზე პასუხი არ აქვს.

„მათ სხდომა იმიტომ შეწყვიტეს, რომ ბანერი გადმოფინეს ჟურნალისტებმა. მე მქონდა საშუალება მას დარბაზში პირისპირ გავსაუბრებოდი, ზუსტად ის კითხვა დავუსვი, რაც თქვენ გაქვთ - რატომ ვერ მოახერხა პოლიციამ დაეცვა ადამიანის მთავარი უფლება, დაეცვა სიცოცხლის უფლება, როცა პირდაპირ ძალადობრივი მოწოდებები ისმოდა და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორები დღემდე არიან თავისუფლებაზე. მან მიპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ხალხის სიმრავლის გამო ვერ მოახერხა პოლიციამ დაეცვა ჟურნალისტები. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ოპოზიციის პროტესტი როცა იმართება, პოლიციის რამხელა მობილიზაცია ცხადდება ხოლმე. მე როგორც ამ სფეროში დიდი ხნის გამოცდილების მქონეს, მინდა გითხრათ, რომ პოლიციის თბილისის გარნიზონს აქვს ადეკვატური შესაძლებლობა, რომ დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და დაიცვას პროტესტის და შეკრების თავისუფლება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს