თამარ გაბუნია - ყველა ადამიანს, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, ერთი თვის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, აიცრას - ვფიქრობ, ორშაბათიდან რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ამ ჯგუფისთვისაც

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეები კორონავირუსის გადატანის შემდეგ აცრას 30 დღის შემდეგ შეძლებენ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციისთვის ამ ჯგუფის ადამიანების რეგისტრაცია სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება.

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ვაქცინაცია ჩატარდეს 30 დღის გასვლისთანავე. ვინაიდან, პირველ ეტაპზე ქვეყანაში გვქონდა ვაქცინების მცირე დოზები, შემოვიღეთ 120-დღიანი ინტერვალი. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია და ამდენად, ეს ინტერვალი შემცირდება 30 დღემდე, როგორც არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ გაცემული რეკომენდაცია. ყველა ადამიანს, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, ერთი თვის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და აიცრას. ამ კვირის ბოლომდე დასრულდება ბრძანების მომზადება. საკოორდინაციო საბჭოზე და იმუნიზაციის საბჭოზე გადაწყვეტილება მიღებულია, ექპერტების ჯგუფი მხარს უჭერს. ვფიქრობ, ორშაბათიდან რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ამ ჯგუფისთვისაც“,- განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო: თამარ გაბუნია - ყველა ადამიანს, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, ერთი თვის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, აიცრას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა