თამარ გაბუნია - სოციალური და ეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს - ამის აუცილებლობა  არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა

სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სიტუაციიდან გამოსვლის მექანიზმი ვაქცინაცია და რეგულაციების აღსრულებაა.

„ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ ისევ მოსახლეობის მხრიდან, სოციალური ფონი და ასევე, ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა. დღეს ჩვენთვის მეტად აქტიური მექანიზმი იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ, არის ვაქცინაცია და ასევე, იმ რეგულაციების აღსრულება, რაც ძალაშია. არავის არ უთქვამს, რომ პირბადის გამოყენება საჭირო არ არის და დიდი სოციალური შეკრებები დასაშვებია - დღეს ეს არის მთავარი ბუსტერი ეპიდემიის. ამდენად, რაც დადგენილია იმ რეგულაციების დაცვა აუცილებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს