ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ დოზები ძალიან მალე შემოვა და „ყველას ეყოფა“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ საკმარისი დოზები შემოვა და „ყველას ეყოფა“.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ფაიზერი“ ქვეყანაში „ძალიან მალე იქნება“.

„ძალიან მალე იქნება, ამ დღეებში. მოგიწოდებთ ყველას, ასარჩევად გექნებათ ბევრი ვაქცინა და რომელიც გნებავთ, ის გაიკეთეთ. იქნება საკმარისი დოზები, ყველას გვეყოფა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება „დელტა“ შტამს, გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ შტამის 30-40%-ია დადასტურებული და ეს მაჩვენებელი „ძალიან სწრაფად იზრდება“.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ფაიზერის" დოზები ძალიან მალე შემოვა და ყველას ეყოფა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა