იაგო ხვიჩია - ჯერჯერობით არ ვართ მათ შორის, ვინც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს უჭერს - ზოგადად, ჩვენ ვაჭრობა გვიყვარს

ჯერჯერობით არ ვართ მათ შორის, ვინც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს უჭერს - ზოგადად, ჩვენ ვაჭრობა გვიყვარს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე: იმ პირობებში, როცა ოპოზიციას მხოლოდ ორი ხმა აკლია იმისთვის, რომ უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაიწყოს, მისცემენ თუ არა ისინი ხმას ამ პროცესის დაწყებას? - ხვიჩია ამბობს, რომ „გააჩნია ოპოზიცია რას იზამს“ და განმარტავს, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ იმისთვის, რათა მათი ინტერესებისთვის ევაჭრონ ადამიანებს.

"ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ მათ შორის, ვინც უნდობლობის გამოცხადებას მხარს უჭერს, რადგან ვერ ვხედავთ დაბოლოებას - როგორ მთავრდება ეს პროცესი. ამას სჭირდება 76 ხმა, თუ სადმე არსებობს ეს 76 ხმა, მითხრას ვიღაცამ, ამას თუ არ მეუბნებიან ეს გამოდის წინასაარჩევნო პიარსვლა. სხვა პარტიის წინასაარჩევნო პიარსვლაში რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა? - რაღაც ხომ უნდა შემომთავაზონ? ჩვენ, ზოგადად, ვაჭრობა გვიყვარს. ჩვენ პოლიტიკაში მოვედით იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესებისთვის ვევაჭროთ ადამიანებს, ჩვენ გვინდა მეტი თავისუფლება ჩვენი ამომრჩევლებისთვის. აი, კაი-კაი რაღაცები ილაპარაკონ საქმეზე, რაც ჩვემ გვინდა, მაგალითად, ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, ეროვნული ბანკის გაუქმებაზე, მოსამართლეების და „შერიფების“ არჩევითობაზე და ა.შ.“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს