სალომე სამადაშვილი - კალაძემ ისე დაიწყო საკუთარი საარჩევნო კამპანია, რომ მისი რეიტინგი, თუ ის სცდება „ქართული ოცნებისას“, ძალიან სწრაფად დავა „ქართული ოცნების“ რეიტინგის დონემდე

კალაძემ ისე დაიწყო საკუთარი საარჩევნო კამპანია, რომ მისი რეიტინგი, თუ ის სცდება „ქართული ოცნებისას“, ძალიან სწრაფად დავა „ქართული ოცნების“ რეიტინგის დონემდე,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მხრიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატად კახა კალაძის კანდიდატურის დასახელებას გამოეხმაურა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს, მათ შორის კალაძეს, არჩევნებში უპირობო გამარჯვების შანსი ჰქონდეს.

„არსებობს ცნება - მოკლე სათადარიგო სკამი, როდესაც ძალიან ცოტა ადამიანია რიგში, ვინც შეიძლება, რომ სათამაშოდ გამოვიდეს. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ეს სკამი მოკლე კი არ არის, უბრალოდ, არ არსებობს. ამიტომ არანაირი სხვა არჩევანი „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა, გარდა კალაძისა. მგონი, სიურპრიზი არავისთვის იყო, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ეს ადამიანი დასახელდა იმიტომ, რომ თუ რაიმე რეიტინგი ვინმეს შერჩა „ქართული ოცნებაში“, ეს კალაძეა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა