პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა მუსიკოსებთან, მომღერლებთან და კომპოზიტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა - გიორგი კიკნაველიძემ, რუსუდან თევზაძემ და ტატა ხვედელიანმა განათლებისა და კულტურის პლატფორმის ფარგლებში, მუსიკოსებთან, მომღერლებთან და კომპოზიტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე სფეროში არსებული გამოწვევები, რეკომენდაციები და პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებები განიხილეს.

„გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის აღინიშნა, რომ სფეროს წარმომადგენელთა საქმიანობის და შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით არ არსებობს საერთო ხედვა; ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ ხარვეზებზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს.

შეხვედრაზე პრობლემების მოგვარების გზებთან დაკავშირებით საუბრისას გაჟღერდა ინიციატივა, რომელიც ევროპულ და ზოგადად დასავლურ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით კულტურის სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ქმედითი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს, რომლის წევრებმა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ არსებული გამოწვევების სრულად იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის თანამედროვე / ეფექტიანი მექანიზმების განსაზღვრა, რამაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთათვის შესაძლებლობების თანაბარ ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო