„თიბისი“ ახალ კამპანიას - „თიბისი“ სულ შენთანააა“ იწყებს

„თიბისი“ ახალ კამპანიას - „თიბისი“ სულ შენთანააა“ იწყებს. როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კამპანიასთან დაკავშირებით, მათ სპეციალური ვიდეორგოლიც შექმნეს.

„ახალი აღმოჩენებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული დაიწყო და დღეს „თიბისი“ ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუნდება მომხმარებელს, აძლევს დაპირებას, რომ აქ და ახლა, „თიბისი“ ყველა შესაძლებლობით სულ მასთანაა. გასულმა წელმა მართლაც გადაასხვაფერა ბევრი რამ. თუმცა, ვერ შეცვალა ის, რაც მუდმივია: მეგობრობა, საყვარელ ადამიანებთან ერთად წლების განმავლობაში განვლილი გზა და თავს გადახდენილი ისტორიები, დედებისა და შვილების ურთიერთობა, გამოცდილება, რომელსაც თუნდაც ლიტერატურისა თუ მუსიკის ჩვენი რჩეული ჟანრები გვაძლევს, საქმის ერთგულება და ზოგადად - სიყვარული.

ახალი ვიდეოს იდეა კრეატიულ სააგენტო „ვინდფორსს“ ეკუთვნის, ტექსტი მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა შექმნა, ხოლო მუსიკა - გია ყანჩელის, ყველასთვის საყვარელი „ის აქ არის“ ზურა მახნიაშვილის არანჟირებით გაკეთდა. ვიდეოში გამოყენებულია ისტორიული და ყველასთვის ძვირფასი მომენტების ამსახველი ფოტოები და კადრები: კახი კავსაძის შეხვედრა პელესთან, გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ფრაზა "დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, 1981 წელს თბილისის „დინამოს“ გამარჯვება თასების მფლობელთა თასზე და ამ გამარჯვებით გახარებული გულშემატკივარი.

ახალი კამპანიით „თიბისი“ გვახსენებს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ცხოვრების ყველაზე მეტ დაუვიწყარ ისტორიას ვქმნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა