გიგა ბოკერია - მიუღებელია „ქართული ოცნების" და ოპოზიციის ნაწილის ერთობლივი ინიციატივა ევროკავშირის დროშის ნებისმიერი შეურაცხყოფის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით

„ევროპული საქართველოსთვის“ მიუღებელია „ქართული ოცნების" და ოპოზიციის ნაწილის ერთობლივი ინიციატივა ევროკავშირის დროშის ნებისმიერი შეურაცხყოფის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ყველანაირად მცდარი და მავნებლურია.

ბოკერიამ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ „ხელისუფლების მიერ დაგეგმილ იაფფასიან სვლაში ნუ მიიღებენ მონაწილეობას და დროზე მოეგონ გონს".

„მინდა „ევროპული საქართველოს" გუნდის სახელით გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდი „ქართული ოცნება" და ოპოზიციის ნაწილი იხილავენ ერთობლივ ინიციატივას ევროკავშირის დროშის ნებისმიერი შეურაცხყოფის კრიმინალიზაციაზე და დასჯის შემოტანაზე ჩვენს კანონმდებლობაში. ეს ინიციატივა არის მორალურად, კონსტიტუციურად, პრაგმატულად ყველანაირად მცდარი და მავნებლური. სიტყვის თავისუფლება არის ყველასთვის და სიმბოლური აქტების უფლება აქვს ყველას აბსოლუტურად. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ნაბიჯი "ევროპული საქართველოსთვის" და თავისუფლებისთვის ჩვენს ქვეყანაში.

პატივისცემა ნებისმიერი სიმბოლოსი, მათ შორის ევროპული არჩევანის სიმბოლოსი, ევროკავშირის დროშის იმიტომ კი არ უნდა არსებობდეს, რომ დასჯის უნდა ეშინოდეს ვინმეს, არამედ უნდა იყოს არჩევანი მოქალაქეების. ყველანი ვინც ამ სიმბოლოს უპირისპირდება თავისთავს ავლენს და ჩვენთვის უნდა იყოს შერცხვენის, გაკიცხვის და პოლიტიკური და მორალური იზოლაციის ობიექტი, მაგრამ როგორც კი ჩვენ იმ მდგომარეობაში გადავდივართ, რომ სიტყვის თავისუფლებას ვზღუდავთ - ეს არის სწორედ ის ლოგიკა, რაც გააჩნიათ თავისუფლების მტრებს, პუტინისტებს და შავრაზმელებს, რომლებიც იძახიან, რომ უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი სიმბოლო მოგვწონს და რომელი არა. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ამ იაფფასიან სვლაში ნუ მიიღებენ მონაწილეობას, დროზე მოეგონ გონს", - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო: ბოკერიას შეფასებით, მიუღებელია "ოცნების" და ოპოზიციის ნაწილის ერთობლივი ინიციატივა ევროკავშირის დროშის ნებისმიერი შეურაცხყოფის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა