პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ და კენჭს უყრიან

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ და კენჭს უყრიან.

მთავრობამ პარლამენტს პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უცვლელი სახით დაუბრუნა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4%-დან, 7.7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7.6-დან 6.9%-მდე. სამთავრობო ვალი 54.6%-მდე მცირდება.

ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს თითქმის 19.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, 7.7 პროცენტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა.

მისი განცხადებით, პარლამენტს ჰქონდა ძირითადი შენიშვნა, რომ თუ შემოსავლების დამატებითი მობილიზება მოხდება, აკუმულირებული თანხა დეფიციტის შესამცირებლად მიემართოს. კაკაურიძის თქმით, ფინანსთა სამინისტრო პარლამენტის წინადადებას იზიარებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ოპტიმისტური სცენარი განვითარდა, ჩვენ სრულად მივმართავთ დამატებით რესურსებს დეფიციტის შესამცირებლად. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება 6,5 პროცენტზე ჩამოვიდეთ დეფიციტის კუთხით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განხორციელებულია კიდევ ორი, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის პროგრამების ხელშეწყობის და პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების მიმართულებით.

პანდემიასთან დაკავშირებულმა ჯანდაცვის ხარჯებისთვის 446 მილიონი იქნა დამატებული და ჯამში 846 მილიონი ლარი შეადგინა. დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ვაქცინაციისთვის, რაც მთავრობის ინფორმაციით, სრულყოფილად ფარავს მოსახლეობის 60 პროცენტიანი მოცვის ნიშნულს.

იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს
ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა