„სტრატეგია აღმაშენებელი“ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მსჯელობას კატეგორიულად გამორიცხავს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მსჯელობას კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაცია „სხვა პარტიებთან და ცალკეულ პირებთან“ ექნება, თუმცა, ექნება თუ არა პარტიას მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაცია „ლელო საქართველოსთან“ და წარადგენენ თუ არა საერთო კანდიდატებს ამას არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

„ჩვენ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტაციებში მონაწილეობას არ ვიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ იმისთვის, რომ 43 პროცენტი ვერ დააგროვოს „ქართულმა ოცნებამ“ და გავიდეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ კონსტულაცია, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოების ცალკეულ საინტერესო პირებთან. საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ თვის ბოლოს გამოვაცხადებთ. იქ, სადაც „ნაცმოძრაობის“ კანდიდატია, ვფიქრობთ, რომ კოალიციაში მონაწილეობა არასწორია იმიტომ, რომ ეს ოპოზიციურ ხმებს დაგვაკარგინებს, მთავარ მიზანს, რაც არის რეფერენდუმი ოქტომბრის არჩევნებში, ამ მთავარ მიზანსაც აგვაცილებს. რაც შეეხება კითხვას, ვიქნებით თუ არა „ლელო საქართველოსთან“ ერთად ერთ გაერთიანებაში, გაიგებთ თვის ბოლოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარია განიხილებოდა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, საზოგადოება ორ დღეში გაიგებს.

იხილეთ ვიდეო: "სტრატეგია აღმაშენებელი" მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობასთან" მსჯელობას კატეგორიულად გამორიცხავს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს