„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას “ენრგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს 06:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მცხეთაში რუსთაველის, არმაზის, არსუკიძის, კარიბჭის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს;

ელექტრონერგია 11:00-დან 12:00 საათამდე ასვევე არ ექნებათ გლდანში, ავჭალაში და ზემო ავჭალაში მცხოვრებ აბონენტებს; ამავე მიზეზით, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ნავაზი, ნაოზა, მისაქციელი, ახალდაბა, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა