ნათია თურნავა რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

როგორც მინისტრმა განაცხადა, იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებლების სწრაფი ზრდა არ დავუშვათ და პოზიტიური ტენდენციები შევინარჩუნოთ, მასობრივი ვაქცინაციაა ძალიან მნიშვნელოვანი.

„საწარმო 1700 ადამიანს ასაქმებს - ესენი არიან რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი ადამიანები, ძირითადად ქალბატონები. რა თქმა უნდა, ეს საწარმო რამდენადაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ექსპორტისთვის, იმდენად მომატებული რისკის ფაქტორია - ერთ სივრცეში მუშაობს ბევრი ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროული ვაქცინაცია, რათა საწარმომ კვალავაც შეძლოს შეუფერხებლად მუშაობა და ეს ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ. ამიტომ დღეს მოვედი, დავესწარი ვაქცინაციის პროცესს, გავესაუბრე ქალბატონებს, ისინი ძალიან მონდომებულები არიან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებას უწევს მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა ორგანიზებულად ვაქცინაციას.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა დღეს „ქართლი ტექსტილის“ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სწორი სამოქალაქო პოზიციის გამო, ისაუბრა პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის უალტერნატივობაზე, და ამ პროცესში საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართვის და პასუხისმგებლობის შესახებ.

ასევე, დღეისთვის „ქართლი ტექსტილის“ 300-მდე თანამშრომელი იცრება და ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ მოიცავს იქ დასაქმებულ ყველა ადამიანს. ნათია თურნავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ვაქცინაციის პროცესი ანალოგიურად ჩატარდება რუსთავის სხვა მსხვილ საწარმოებშიც.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა