ვატო სურგულაძე - მოსახლეობა რეგულაციებს რატომ არ იცავს? იმიტომ, რომ არავინ სთხოვს - არ გამოვრიცხავ, ყველაფერი განზრახ კეთდება, რადგან არჩევნები მოდის

მეორე წელიწადია ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ. პასუხისმგებლობა არ ჰყოფნით, რომ თქვან, ჩვენ არ გამოგვდის და მოდი ვინმე სხვა მოვიდეს - თუ გვინდა შედეგი შევცვალოთ, უნდა შევცვალოთ მთელი სისტემა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კოვიდვითარების გაუმჯობესების მიზნით შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს, არამედ არსებული რეგულაციების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

„ე.წ. საინფორმაციო პოლიტიკა არ არსებობს, უამრავი ანტივაქსერია. ის ვაქცინები რაც შემოიტანეს, არასაკმარისია. თბილისში თუ იცრება ხალხი, გადით აგერ სამცხე-ჯავახეთში 6 თუ 7 000 ადამიანია სულ აცრილი 2 ვაქცინით, ორი ვაქცინით 135 ათასი თუ 145 ათასია სულ აცრილი.

„ლელოც“ და მეც შეზღუდვების წინააღმდეგი ვართ - ყველანაირი შეზღუდვების. უაზრო საკომენდანტო საათის და ერთ მანქანაში რომ ცოლ-ქმარი ვერ ჯდებოდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

რაც შეეხება რეგულაციებს - ნიღბის ტარება, დისტანცია, რატომ გვგონია, რომ ჩვენ ვართ უნგრეთში ან ბრიტანეთში. მუდმივად მიდის სპეკულაცია იმაზე, რომ მოსახლეობა თვითონ რას აკეთებს. მოსახლეობა როგორც კი ხედავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესუსტებულია ყველანაირი კონტროლი...ჩადით ბათუმში, აფთიაქშიც კი არ უკეთიათ ნიღბები. აღარ ვიძახი სავაჭრო ცენტრებზე, რესტორნებზე, კაფეებზე. ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც გვქონდა აგვისტოში. ზუსტად იგივე ხალხი მართავს ჩვენს ჯანდაცვას, ვინც მართავდა 2020 წელს. რატომ გვინდა, რომ სხვა შედეგი მივიღოთ.

მკაცრმა შეზღუდვებმა კი არ გადაარჩინა, დაღუპა ქვეყანა. განვასხვაოთ ერთმანეთისგან შეზღუდვები და რეგულაციები, ეს სხვადასხვა რაღაცაა. რეგულაციებს არ ვიცავთ.

მოსახლეობა რეგულაციებს რატომ არ იცავს? - რატომ არ ვსვამთ შეკითხვებს. იმიტომ, რომ არავინ არ სთხოვს.

აჭარას ჰყავს თავისი მინისტრი, გაისეირნოს ქუჩებში და ნახოს რა მდგომარეობაა. მაშინაც აჭარიდან წამოვიდა და არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც აჭარიდან წამოვიდეს მეოთხე ტალღაა თუ 24-ე ტალღაა“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ვატო სურგულაძე არ გამორიცხავს, რომ ეპიდვითარების გაუარესება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს.

„მე ადრე მეგონა, რომ არ იციან. გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ ერთხელ ხომ გავიარეთ ეს სიტუაცია. ზუსტად ერთი წლის წინ. ესე იგი ვერ სწავლობენ, თუ განზრახ აკეთებენ? არ მინდა დავიჯერო, რომ ეს კეთდება განზრახ. მირჩევნია უპასუხისმგებლობას და უცოდინარობას დავაბრალო, მაგრამ არც მაგას გამოვრიცხავ რომ ყველაფერი კეთდება განზრახ იმიტომ, რომ მოდის არჩევნები.

ჩვენ ხომ სახელმწიფო მოღვაწეები როგორც წესი არ გვყავს, ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები. რით განსხვავდება? პოლიტიკოსი ფიქრობს მხოლოდ მომავალ არჩევნებზე, ხოლო რეალური სახელმწიფო მოღვაწე ფიქრობს მომავალ თაობებზე“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა