საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართული ესტრადის ლეგენდას ნანი ბრეგვაძეს საიუბილეო თარიღს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და სამეცნიერო წრეები, თანამშრომლები ქართული ესტრადის ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავენ. ამის შესახებ ინფორმციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს იმ ფაქტით, რომ ქართული ესტრადის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე, საშემსრულებლო კარიერით, უნივერსიტეტს უკავშირდება და მის სახელგანთქმულ ორკესტრთან ერთად, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ნანი ბრეგვაძემ პირველი აღიარება, 1957 წელს, სწორედ „გეპეის ორკესტრთან“ ერთად მოიპოვა, როცა მოსკოვის მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი გახდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქალბატონ ნანის 85 წლის იუბილეს ულოცავს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მილოცვაში.

საქართველოსთვის სათაყვანო მომღერალმა სასცენო მოღვაწეობა 1956 წლიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, იმდროინდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრთან თანამშრომლობით დაიწყო. ე.წ. „გეპეის ორკესტრმა“ და მასთან არსებულმა ვაჟთა კვარტეტმა კი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული, ათეული წლების განმავლობაში, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს
ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა