იუსტიციის მინისტრი ჟურნალ ,,იუსტიციას" აფუძნებს

იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო ჟურნალ ,,იუსტიციას" აფუძნებს.

რატი ბრეგაძემ იურიდიული და სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია დღეს აკადემიური წრეებისა და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჟურნალი ხელს შეუწყობს სამართლის ცალკეული დარგების განვითარებასა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას.

„ჟურნალი „იუსტიცია“ (ლათ. IUSTITIA) საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემა იქნება. ის ქართულ და ინგლისურ ენებზე ყოველკვარტალურად გამოვა და ხელმისაწვდომი გახდება როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით.

ჟურნალის რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ამჟამად იუსტიციის მინისტრის მრჩეველი მინდია უგრეხელიძე. ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას კი განსაზღვრავს სარედაქციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა; თსუ-ს სრული პროფესორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თევდორე ნინიძე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე; საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჯონი ხეცურიანი “, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს