ალექსანდრე რაქვიაშვილი - რას დაუპირისპირებს ნიკა მელია კახა კალაძეს, რომ „ქართულ ოცნებას" ებრძვის?

მერის ფუნქციას რომ გადავხედოთ ამომრჩევლის გადმოსახედიდან, მერი ვინ არის? - ადამიანი, რომელიც დადის და ჰპირდება, მილებს გავიყვან, გზას გავაკეთებ, რაღაცას შევღებავ და ა.შ. წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში რას დაუპირისპირებს ნიკა მელია კახა კალაძეს, რომ ის „ქართულ ოცნებას" ებრძვის? - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, დიდი ალბათობით, ოპოზიციის კანდიდატად ნიკა მელია დასახელდება.

მისივე თქმით, ვინც კახა კალაძეს მისცემს ხმას, პროპორციულ ნაწილში, შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭიროს მხარი.

„მე რაც ვიცი კულუარულად, ნიკა მელია ყველაზე დიდი ალბათობით დასახელებული იქნება, თუმცა, მანამდე იყო სხვადასხვა ვერსიები და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ რაიმე ახალი გაჩნდეს. ამომრჩევლის გადმოსახედიდან ერთ მხარეს გყავს მერი, რომელიც რაღაცნაირი მერია, მოგწონს თუ არ მოგწონს სხვა საკითხია და მეორე მხრივ, ადამიანი, რომელიც მერობას არც განიხილავს მერობად, არამედ ერთ-ერთ ეტაპს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოს.

ძალიან პრაგმატულად, ჩემი გადმოსახედიდან, ამომრჩევლის დიდ ნაწილში, ისიც კი წარმომიდგენია, რომ ვიღაც კახა კალაძეს მისცემს ხმას და პროპორციულ სიაში „ნაციონალურ მოძრაობას.“ „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალს ასხამს ოპოზიციის შეცდომები, რომელიც მუდმივად ხდება, ეს უფრო დიდი პრობლემაა ოპოზიციისთვის.

უშუალოდ კახა კალაძე რომ შევაფასოთ, იმდენად არ მომწონს ის, რაც ქალაქში გააკეთა, მე მაგალითად, ვერ გამოვდგები მის მხარდამჭერად, მაგრამ დაველოდოთ სხვა კანდიდატებს. ზოგადად, მე პესიმისტი ვარ, ამ ნაწილში. არავის მისცე ხმა, ამ შემთხვევაში, ესეც ალტერნატივა იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა