ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ მამუკა გონგაძე დაინიშნა

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი მამუკა გონგაძე.

მამუკა გონგაძე 2008-2021 წლებში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო;

2005-2008 - საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო მუდმივმოქმედი კომისის წევრი; 1992-2000 - წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დიზაინის განყოფილების უფროსი;

1995-2005 საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სიმბოლოების დამდგენი კომისიის წევრი.

მამუკა გონგაძე საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორია (2004);

"ამასთან, ის ავტორია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები (1997-2005): „ოქროს საწმისის ორდენი“, „ეროვნული გმირის ორდენი“, „წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი“; მედალი „სამოქალაქო თავდადებისთვის“.

საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ემბლემები (1991-2008): თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, უშიშროების სამსახური, სასაზღვრო ძალები, საბაჟო სამსახური;

საქართველოს მუნიციპალური სიმბოლოები: გერბი და დროშა (2005-2008): ქუთაისი, ფოთი, ამბროლაური, ონი, დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალენჯიხა, სამტრედია.

საქართველოს ეროვნული ბანკის საცირკულაციო, საიუბილეო, საინვესტიციო და მემორიალური მონეტები (2006-2009): 50 თეთრის ნომინალი, 1 ლარის ნომინალი, 2 ლარის ნომინალი, “ოქროს საწმისი”, “თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი”; “ილორი”; „ახალგაზრდული ოლიმპიადა“; „ჩინეთის ოლიმპიადა 2008“, „საქართველოს რესპუბლიკის 100 წელი“; „რაგბი - 2019“;

საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები), ატრიბუტიკა და სამხედრო სიმბოლიკა (1991-2008): საქართველოს შეიარაღებული ძალები (1992,

1999, 2005). საქართველოს პოლიცია (1993, 1999, 2005, 2007); საქართველოს სასაზღვრო ძალების (2001), საბაჟო სამსახური (2002), ფინანსური პოლიცია (2000).

საქართველოს სახელმწიფო სამხედრო-საბრძოლო დროშათა პაკეტი (1997, 2005, 2017)

საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჯილდოები: სასაზღვრო ძალები; თავდაცვის სამინისტრო: მედალი ,,დიდგორი", მედალი ,,გიორგი ანწუხელიძე"; მედალი „თეთრი გიორგი“; შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;

ქართული ეროვნული ფულის ბანკნოტები (1991) (გამოფენილია ფულის მუზეუმში);

ქართული ლარის ნიშანი (2006);

საქართველოს სახელმწიფო დოკუმენტი: მართვის მოწმობა (2006), სატრანსპორტო საშუალების მოწმობა (2010), უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის მოწმობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია