მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა KfW-ის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულების მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ღვინის საერთაშორისო სკოლის განვითარების პროექტის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. მისი თქმით, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირდება სამინისტროს ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე ვრცლად ისაუბრა უნარების სააგენტოს “The Skills Agency of Georgia“ შესახებ, რომელიც სამინისტრომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით დააარსა. აღნიშნული სააგენტო ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ახალი პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას, უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს და, საბოლოო ჯამში, ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამშენებლო კოლეჯისა (ექსელენს ცენტრის) და სამომავლოდ დაგეგმილი დუშეთის ტურიზმის სკოლის პროექტებზე, განიხილეს მათი განვითარების ეტაპები და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ KfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ოლაფ ციმელკა, თბილისის ოფისის ახალი დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესი და სხვა წარმომადგენლები, გერმანიის საელჩოს თანამშრომლები და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა