თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, ამ თვის ბოლომდე გვექნება შესაძლებლობა „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ფაიზერით“ მოვიცვათ მოსახლეობა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში და სოფლის დონეზეც

ვფიქრობთ, ამ თვის ბოლომდე გვექნება შესაძლებლობა, სამივე ვაქცინით - „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ფაიზერით“ მოვიცვათ მოსახლეობა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში და სოფლის დონეზეც,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქნით, თვის ბოლომდე საქართველო „ფაიზერის“ ახალ დოზებს ელოდება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები მოუთითებს იმას, რომ „დელტა“ შტამის წინააღმდეგ „სინოფარმი“, ისევე როგორც სხვა ვაქცინები, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის პრევენციის კუთხით, თითქმის 100 - პროცენტიან ეფექტურობას აჩვენებს.

„შემთხვევების რაოდენობა მაღალია, რაც თავისთავად არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი. მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი და მიდის მუშაობა სასტუმროების ქსელის გაფართოებაზე. მოიმატა პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა, იყო ერთეული შემთხვევები მძიმე მიმდინარეობის, სამწუხაროდ გარდაცვალებაც დაფიქსირდა ახალშობილებში, თუმცა, შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბავშვებშიც. შედარებით გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, რაც საყურადღებოა. ჩვენთვის მთავარი მექანიზმი რჩება ვაქცინაციის პროგრამა, ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში არის იმდენი, რომ სრულად ეყოს მოსახლეობას, წლის ბოლომდე მოცვისთვის, ეს არის მილიონნახევარი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემცირება, ორივე ამ ვაქცინას ახასიათებს ძალიან მაღალი მაჩვენებელი ჰოსპილაზაციის და სიკვდილობის თავიდან აცილების კუთხით. ველოდებით ასევე „ფაიზერის“ ახალი დოზების მოწოდებას. ვფიქრობთ, ამ თვის ბოლომდე გვექნება შესაძლებლობა, სამივე ვაქცინით, (ასევე „ასტრაზენეკათი“ მიმდინარეობს მეორე დოზით ვაქცინაცია) მოვიცვათ მოსახლეობა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში და სოფლის დონეზეც. აცრის მაჩვენებელი 2-3 დღის წინ იყო 12000 - მდე, რაც „ფაიზერზე“ მაღალ აქტივობას უკავშირდებოდა, ახლა ცოტა შემცირდა და 7000- მდე რჩება, ვფიქრობ მომდევნო დღეებში აცრის მაჩვენებელი მოიმატებს, არის 330 ბრიგადა ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული და თითოეულს შეუძლია დღის განმავლობაში 70- 100 აცრის ჩატარება, ჩვენთვის სამიზნე მაჩვენებელი არის 20 000- ის ზევით ასვლა,"- განაცხადა გაბუნიამ.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა