თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით ახალი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება

ჯერჯერობით სხვა ახალი დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია იმ რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფაზე, რაც უკვე დაწესებულია. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით აჭარაში რისკები მაღალია, რადგან არ ხდება წესების დაცვა.

„ჯერჯერობით სხვა ახალი დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება, გარდა იმისა, რაც გასულ კვირას დაწესდა „პისიარ“ ტესტის ან ვაქცინირებულის სტატუსით ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მეტი ფიქსირდება თბილისში და შემდეგ აჭარაში, რადგან აჭარა დატვირთულია მაღალი მობილობით. აჭარაში რისკები უფრო მაღალია, რადგან ტურიზმი, საკურორტო სეზონი არის სრულად გაშლილი, ამიტომ იქ წესების დაცვაც, როგორც ჩვენამდე ინფორმაცია მოდის, არ არის ინდივიდუალურ დონეზე და რთულად ხორციელდება, რაც რისკებს ზრდის“, - განაცხადა გაბუნიამ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს