ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ წინასაარჩევნო კაპიტულაცია გამოაცხადა, თავადაც ამბობენ, რომ კალაძეს ვერ მოუგებენ - ხანდახან აქვთ ასეთი ობიექტური შეფასებები

ოპოზიციამ წინასაარჩევნო კაპიტულაცია გამოაცხადა, თავადაც ამბობენ, რომ კალაძეს ვერ მოუგებენ - ხანდახან აქვთ ასეთი ობიექტური შეფასებები, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია ძალიან წვალობს, როცა იგონებს, რომ “ნაციონალური მოძრაობას“ და ევროპულ საქართველოს“ შეიძლება გაერთიანებული ოპოზიცია დაერქვას.

„ოპოზიცია ძალიან კარგად ხედვას და გრძნობს, რამდენი რამ გააკეთა დედაქალაქისთვის კახი კალაძემ და მისმა გუნდმა. კალაძე არის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ოპოზიცია კარგად გრძნობს, რომ მათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა არ და ვერ ექნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო