არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციამ ძალიან სუსტი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თავი აარიდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ფართო კონსენსუსით დამტკიცებას

ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყოს ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე შერჩეული და თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციამ თავი აარიდა ფართო კონსენსუსით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დამტკიცებას.

„ოპოზიციამ ძალიან სუსტი და ვფიქრობ, გაუმართავი გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ სათანადოდ არ ჩაერთო განხილვებში და კენჭისყრაში და მეორე, თავი აარიდა რეალურად რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებას. ამავე დროს ჩვენ ოპოზიციონერების განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობენ, რომ კანდიდატი დიახ, არის კვალიფიციური, დიახ გამოცდილია, მას აქვს საარჩევნო პროცესებში მუშაობის გამოცდილება და პოზიტიურ შეფასებებს აძლევენ კანდიდატს, მაგრამ ასევე ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ მას - ვფიქრობ, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და კიდევ ერთხელ ჯდება გადაწყვეტილებების იმ არათანმიმდევრულობაში, რომელსაც წინა თვეების განმავლობაში ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყოს ამ პოზიციაზე შერჩეული და თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მხრიდან იქნება გარანტირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა