ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე - „ფაიზერი“ საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინა მუშაობს და გვიცავს სიკვდილისგან, ესაა მთავარი

„ფაიზერი“ საუკეთესო ვაქცინაა, რაც კი ხელმისაწვდომია, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინა მუშაობს - ყველა ვაქცინა გიცავს სიკვდილისგან, ესაა მთავარი,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორ ის აღნიშნავს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების მეტი ინფორმირებაა საჭირო.

„ზოგადად, ინფორმირება საჭიროა, მეტად უნდა მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია, რომ „სინოფარმიც“ გიცავს, „სინოვაკიც“, ყველა ვაქცინა გიცავს. ყველა ვაქცინის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ის გიცავს მძიმე განვითარებისგან, სიკვდილისგან - ესაა მთავარი“,- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვებს, ჩხარტიშვილის აზრით „თუ რაიმე ქმედითი ღონისძებები არ გატარდა, გავრცელების იმ დონემდე მივალთ, როდესაც ჯანდაცვის სისტემა პაციენტების რაოდებობას ვეღარ გაუძლებს“. მისი შეფასებით, თავდაპირველად მთავრობის პოლიტიკა „ლოქდაუნთან“ დაკავშირებით ეფექტიანი იყო და ახლა ე.წ. შვედურ მოდელსა და მკაცრ შეზღუდვებს შორის ბალანსია მოსაძებნი.

„პირველი ტალღის დროს რეგულაციების მეშვეობით იყო შეკავების პოლიტიკა, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად სწორი. გაზაფხულზე „ლოქდაუნი“ საჭირო გახდა იმიტომ, რომ დავინახეთ, მოსახლეობა რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა. ყველაფერი გაკეთდა ეფექტიანად. როდესაც შეზღუდვები მოიხსნა, ზაფხულში ე.წ. შვედურ მოდელზე გადავედით, რაც მინიმალურ შეზღუდვებს გულისხმობდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში მინიმალური შემთხვევები იყო.

ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით - ან გვაქვს შვედური მოდელი, ან ძალიან მკაცრი შეზღუდვები, ბალანსია მოსაძებნი“,- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა