თავდაცვის მინისტრი კითხვაზე, უნდა აიღოს თუ არა პრემიერმა 5-6 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა - რამდენი ხანი შეიძლება ეს კითხვა დაისვას, როდემდე შეიძლება აქტუალური იყოს?

რამდენი ხანი შეიძლება ეს კითხვა დაისვას, როდემდე შეიძლება აქტუალური იყოს? - ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ, უნდა აიღოს თუ არა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხისმგებლობა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, დროა, ამ კითხვების დასმა შეწყდეს და გავაგრძელოთ ცხოვრება ყოველდღიურ რეალობაში.

„უნდა ვიცხოვროთ ყოველდღიურ რეალობაში. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, ეს პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულია ათობით, ასობით პირი. თუ მეკითხებით სამართლებრივად გამართულია თუ არა პროცესი, სამართლებრივი კითხვა დამისვით მაშინ. ვინ არის ორგანიზატორი და რა დანაშაული მიუძღვით მათ? მიპასუხეთ და რაზე არ მოახდინა რეაგირება ხელისუფლებამ?“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა