გივი მიქანაძე - აშშ-სთვის ინფორმაციების მიწოდება იმ არგუმენტების გამოკლებით ხდება, რაზეც დასაბუთებული პოზიცია გვაქვს და აქედან გამომდინარე, ძალიან გასაკვირ განცხადებებს ვიღებთ

ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის მაღალი რანგის პირებისთვის გარკვეული ინფორმაციების მიწოდება იმ არგუმენტების გამოკლებით ხდება, რაზეც ჩამოყალიბებული, დასაბუთებული პოზიცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან გასაკვირ განცხადებებს ვიღებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საკუთარ გულისტკივილს გამოხატავს, როცა ავრცელებს ინფორმაციას, რომ უცხოელი ჩინოსანი აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის.

„ჩვენი საელჩო აშშ-ის შესაბამის უწყებებთან ძალიან აქტიურად მუშაობს. გვაქვს არგუმენტირებული ინფორმაცია, რომელიც მიწოდებულიცაა და კვლავაც კონსულტაცია გრძელდება. პარტიის სახელით კონკრეტული განცხადება გავაკეთეთ. ჩვენთვისაც გასაკვირია, რომ გარკვეული ინფორმაციების მიწოდება ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის მაღალი რანგის პირებისთვის ხდება იმ არგუმენტების გამოკლებით, რაზეც არგუმენტირებული, ჩამოყალიბებული და დასაბუთებული პოზიცია გვაქვს. გამომდინარე აქედან, ვიღებთ ძალიან გასაკვირ განცხადებებს. არ ვიცი, ვინ როგორ მიიღო, მაგრამ ჩვენ ამ განცხადებაში გარკვეული გულისტკივილი გამოვთქვით“, - განაცხადა მიქანაძემ.

გარდა ამისა, მიქანაძემ გადაცემაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი წესით დაკომპლექტების მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესების დისკრედიტაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორც კი მოსმენა იწყებოდა, „ნაციონალური მოძრობა“ პროცესის დისკრედიტაციას შეეცადა. მცდელობა იყო მათი მხრიდან, ეს პროცესები არ წარმართულიყო. ცდილობენ სტიგმატიზაცია მოახდინონ საჯარო მოხელეების. ჩვენ მიუკერძოებელი პროფესიონალები გვჭირდება. ამ პროცესის დიკრედიტაციას კი „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა.

თამარ ჟვანიას გადადგომა არ მოუწია, ეს მისი გადაწყვეტილება იყო და აბსოლუტურად მესმის, ვაფასებ. ამ ადამიანმა ამხელა უსაფუძვლო ბულინგს, შეურაცხყოფას გაუძლო. ეს პროცესები ბოლომდე მიიყვანა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა