არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია თვითონვე ამბობს და ჩვენც ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს, რომ ოპოზიციას გაუჭირდება კახა კალაძის კონკურენტული კანდიდატის შერჩევა

ოპოზიცია თვითონვე ამბობს და ჩვენც ზუსტად იგივე პოზიცია და დამოკიდებულება გვაქვს, რომ ოპოზიციას გაუჭირდება კახა კალაძის კონკურენტული კანდიდატის შერჩევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ მონაწილეობაზე უარი უნდა თქვან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას შესაძლებლობა აქვს რამდენიც სურს იმდენი კანდიდატი დააყენოს.

„ჩვენ რეფორმები გავატარეთ და უზრუნველვყავით ყველანაირად ის, რომ იყოს კონკურენტული გარემო რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა რამდენიც სურს იმდენი კანდიდატურა დააყენოს თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ძლიერი კანდიდატი, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი კახა კალაძე და რა თქმა უნდა, ოპოზიცია თვითონვე ამბობს და ჩვენც ზუსტად იგივე პოზიცია და დამოკიდებულება გვაქვს, რომ ოპოზიციას გაუჭირდება კახა კალაძის კონკურენტული კანდიდატის შერჩევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ მონაწილეობაზე უარი უნდა თქვან. მათ უნდა წარადგინონ კანდიდატები და მონაწილეობა უნდა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო