ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარეს - ქალზე ძალადობა არ შეიძლება, ასწავლეთ და უთხარით თქვენი უმრავლესობის წევრებს, ბატონო კახა

ქალზე ძალადობა არ შეიძლება, ასწავლეთ და უთხარით თქვენი უმრავლესობის წევრებს, ბატონო კახა, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

​დეკანოიძის თქმით, ერთი დეპუტატის მხრიდან მეორეზე ძალადობა, როდესაც მოძალადის მიმართ საკანონმდებლო ორგანოს რეაგირება არ აქვს, ქუჩაში ძალადობას ახალისებს.

„ვინაიდან დღეს ჩვენ არ ვესწრებით სხდომას, მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგმართოთ პარლამენტის თავმჯდომარევ. ჩვენ შევიტანეთ ეთიკის საბჭოში საჩივარი, იმ ეთიკის საბჭოში, რომლის შექმნასაც მე მხარი დავუჭირე.

ბატონო კახა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ და უნდა იცოდეთ, რომ ქალზე შეხება და ასეთი ფორმით მასზე ძალადობა უბრალოდ წარმოუდგენელია და არ შეიძლება.

იმის მაგივრად, რომ თქვენგან პირველ რიგში ამას ჰქონოდა რეაგირება როგორიც საჭიროა, მათ შორის იმ წარმოუდგენელ კადრებზე, რომელიც ვნახეთ, რადგან ეს ახალისებს ქუჩაში ძალადობას, რადგან როდესაც კაცი დეპუტატი ქალს ეხება ფიზიკურად, ამას ხედავს ქუჩაში მოქალაქე და ამ დეპუტატებზე საკანონმდებლო ორგანოს რეაგირება არ აქვს, ბატონო კახა მათ შორის თქვენი მიღებული კანონები რაც დისკრიმინაციას შეეხებოდა, ყველაფერი წყალში იყრება. საერთოდ რა აზრი აქვს მათ თუ თქვენთან მოსაახლოებლად და დასალაპარაკებლად დეპუტატს შეუძლია იღლიებში ხელი ამოსდოს ქალს და ფიზიკურად გაათრიოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება, ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, აქ არიან ეთიკის საბჭოს წევრებიც, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ მარტო ეთიკის საბჭოზე გაჩერებას, რადგან მე არ მაქვს მათი დიდი იმედი. ქალებზე ძალადობა არ შეიძლება, უთხარით და ასწავლეთ თქვენი უმრავლესობის წევრებს ბატონო კახა", - განაცხადა დეკანოიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა