ვატო  წერეთელი ღარიბაშვილს - იქ, სადაც იქნებიან მთავრობის წევრები, იქნებიან ჟურნალისტები და დაგისვამთ კითხვებს 5 ივლისზე, იმაზე, როდის გადადგები პირადად შენ, მინისტრებთან ერთად

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მედიის პროტესტი გაგრძელდება. ამის შესახებ ვახტანგ წერეთელმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტთან განუცხადა, სადაც ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან ერთად 5-6 ივლისის მოვლენებზე განცხადება გააკეთა.

ვატო წერეთლის თქმით, უცვლელია მოთხოვნა, თანამდებობა დატოვონ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის სხვა წევრებმა.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებს ადგილზე წარმოდგენილი ჰქონდათ აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები. წერეთლის თქმით, აქციაზე დაშავებული 53 ჟურნალისტი არის მოქმედი ხელისუფლების სახე.

„მედიაპროტესტი ყოველდღე გაგრძელდება. აქციიდან ამდენი დღე გავიდა და ორგანიზატორები დაუსჯელები არიან. ჩვენ ვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომას. ღრიბაშვილს თუ უნდა „ქართუ ბანკში“ წავიდეს, ან სადაც უნდა იქ წავიდეს“, -განაცხადა წერეთელმა.

მისი თქმით, იქ, სადაც იქნებიან მთავრობის წევრები, იქნებიან ჟურნალისტები, რომლებიც დასვამენ კითხვებს.

„დაგისვამთ კითხვებს 5 ივლისზე, დაუსჯელ ორგანიზატორებზე და იმაზე, თუ როდის გადადგები პირადად შენ, მინისტრებთან ერთად“, - აცხადებს ვატო წერეთელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო