პარლამენტთან, რიგგარეშე პლენარული სხდომის პარალელურად მედიის წარმომადგენლებმა 5 ივლისს მომხდარი მოვლენების გამო პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, რიგგარეშე პლენარული სხდომის პარალელურად, მედიის წარმომადგენლებმა 5 ივლისს მომხდარი მოვლენების გამო პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატეს. მათ ხელში ეკავათ 5-6 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოსურათები, მათ შორის - გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოც.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის განცხადებით, თითოეულმა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

„პირველი რიგის ამოცანა არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ძალადობის ორგანიზატორებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ 5 ივლისიდან ამდენი დღე გავიდა და მხოლოდ 25 ადამიანი არის დაკავებული - მათ შორის არცერთი ორგანიზატორი.

ჩვენ გვახსოვს თქვენი, ჟურნალისტების მონათხრობი, ვინც უშუალოდ დაზარალდით 5 ივლისს, როდესაც თითო ეპიზოდში მონაწილეობდა სულ მცირე 10-15 მოძალადე.

მაგალითად, „სირცხვილიას“ ოფისის დარბევის დროს, როდესაც სასტიკად დაზიანდა ჩვენი კოლეგა, ლექსო ლაშქარავა, ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ეპიზოდში 40-50 და უფრო მეტი ადამიანიც მონაწილეობდა", - განაცხადა ტრაპაიძემ.

მისი თქმით, პირველი რიგის ამოცანაა სამართლებრივი რეაგირება და კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა