პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი,  წარწერით - „დასაჯეთ მოძალადეები" ისევ გადმოფინეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით - „დასაჯეთ მოძალადეები" ისევ გადმოფინეს.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება.

როგორც მან აღნიშნა, 5 ივლისს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

ამ წუთებში სხდომა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, პარალელურად დარბაზის აივანზე, საიდანაც ჟურნალისტები სხდომას აშუქებენ, მოძალადეების დასჯის მოთხოვნით ბანერი კვლავ გადმოფენილია.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა აღნიშნული ბანერი სხდომათა დარბაზის აივნიდან გასულ კვირასაც, შს მინისტრის მოსმენის დღესაც გადმოჰფინეს, რაც საბოლოოდ, სხდომის დახურვის და ვახტანგ გომელაურის მოსმენის ჩაშლის მიზეზი გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს