სალომე სამადაშვილი - კონსტიტუციის დარღვევაა, რომ დღეს შს მინისტრი პარლამენტში არ არის - სრულიად არაადეკვატურია, რომ დღევანდელი სხდომა გომელაურის მოსმენით არ დაიწყო

კონსტიტუციის დარღვევაა, რომ დღეს შს მინისტრი გომელაური პარლამენტში არ არის - სრულიად არაადეკვატურია, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომა გომელაურის მოსმენით არ დაიწყო, - ეს განცხადება პარლამენტის სხდომის დაწყებისას ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

„ვერანაირ სხვა საკითხზე მსჯელობა ვერ გადაფარავს იმას, რომ საზოგადოება ელოდება კითხვებზე პასუხს, რაც 5 ივლისის ძალადობას უკავშირდება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გამოეხმაურა. კუჭავას თქმით, რიგგარეშე სხდომა, რომელზეც გომელაური მივიდა, დაიხურა, რისი მიზეზიც სხდომათა დარბაზში მოწყობილი დესტრუქცია იყო.

„თუ გომელაურის მოწვევის სურვილი იქნება, პროცედურები არსებობს - იქნება კომიტეტი თუ რიგგარეშე სხდომა, შეიძლება თავიდან ჩაინიშნოს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო