ხათუნა სამნიძე - დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ არ გსურდათ ვახტანგ გომელაურისთვის კრიტიკული კითხვები დაგვესვა

დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ არ გსურდათ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის კრიტიკული კითხვები დაგვესვა, - ამ განცხადებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ხათუნა სამნიძემ მიმართა.

სამნიძემ ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა მედიის წარმომადგენლების მხრიდან სასესიო დარბაზის აივნიდან გადმოფენილია ბანერი - “დასაჯეთ მოძალადეები“

„ჟურნალისტების პროტესტი ფონზე, შს მინისტრი პარლამენტში არ დარჩა, გაიქცა და კითხვებს პასუხი არ გასცა. ახლა ზუსტად იგივე ვითარებაა, იგივე გზავნილია და თურმე ბიუჯეტზე საუბარი შეიძლება. ცოტა თანმიმდევრულები იყავით“, - მიმართა სამნიძემ უმრავლესობის წევრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა