გიორგი კაკაურიძე - ვაქცინაციისთვის ბიუჯეტში 150 000 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული, რითაც 3.800 000 დოზა ვაქცინის შეძენაა შესაძლებელი

ვაქცინაციის თანხა დღეის მდგომარობით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150 000 000 ლარზე მეტი. დაახლოებით 3 მილიონ 800 000 დოზა ვაქცინის შეძენაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა აქვს დღეში 20 000-მდე აცრა გააკეთოს.

„ვაქცინაციის თანხა დღეის მდგომარობით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150 000 000 ლარზე მეტი. დაახლოებით 3.800 000 დოზის შეძენაა მოსალოდნელი, რაც სრულად ყოფნის ჩვენი მოქალაქეების 60%-ის აცრას. დღეის მდგომარეობის ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა აქვს დღეში 20 000-მდე აცრა გააკეთოს. არის და დამატებით შემოდის ვაქცინები და მთავარი რაც რჩება, ჩვენი მოქალაქეების სურვილი და მათი ჩართულობაა ამ პროცესში. უნდა მივაღწიოთ იმ ნიშნულს, რაც 60 %-მდე მოცვაა ვაქცინაციის. დამატებითი რისკები პანდემიდან გამომდინარე ეკონომიკაზე ძალიან მცირე იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო