კახა კუჭავა - გვქონდა შემთხვევა, როცა შემოსულები შეეცადნენ დარბაზის ბლოკირებას და შემოიჭრნენ კიდეც დარბაზში - ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს, რომ ავამოქმედო უსაფრთხოების ის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის სხდომის ჩატარებას

გვქონდა შემთხვევა, როდესაც შემოსულები შეეცადნენ დარბაზის ბლოკირებას და შემოიჭრნენ კიდეც დარბაზში, ეს ხომ რეალობაა, მათ შორის, საშვის გარეშე შემოპარული რამდენიმე ადამიანი. ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს, რომ მე უზრუნველვყო და ავამოქმედო უსაფრთხოების ის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის სხდომის ჩატარებას, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც განმარტება მოითხოვა, რატომ არ უშვებენ პარლამენტის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელებს.

კახა კუჭავას თქმით, როდესაც საუბარია წესრიგზე, პირველ რიგში დეპუტატები უნდა იცავდნენ წესრიგს.

,,დღეს უმნიშვნელოვანესი სხდომაა, სადაც აუცილებელია 23 რიცხვამდე საბიუჯეტო ცვლილებები განვიხილოთ. ვერ დავუშვებთ, რომ დღევანდელი სხდომის ჩატარებას რამე რისკი შეექმნას, ამიტომ ავამოქმედეთ ეს რეჟიმი.

თქვენ ბოლო ორი რიგგარეშე სხდომა გახსოვთ, როგორ წარიმართა. ერთ-ერთი, სამწუხაროდ, ჩაიშალა კიდეც. წესრიგი ახსნეთ -ზუსტადაც წესრიგი არის მთავარი, რაც უნდა უზრუნველვყო მე და სამწუხაროდ, ეს არც დღეს ხდება, არც გუშინ ხდებოდა, ეს ხდება წლების განმავლობაში, როდესაც მოქმედებს შესაბამისი უსაფრთხოების წესრიგი, რომ პარლამენტის მუშაობას არ შეექმნას საფრთხე.

წინასწარ გაგაგებინებთ ხოლმე. უზრუნველვყოფ ამას, რომ წინასწარ მოგეწოდოთ თქვენც, ფრაქციებს, ყველას ინფორმაცია, რომ იმოქმედებს უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი. ეს არის, თუ არ ვცდები, 2016 წლის ბრძანება, რომელიც მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც არის საფრთხე, რომ სხდომა შეიძლება, ჩაიშალოს.

როდესაც სასესიო სხდომა ტარდება, დარბაზში შემოსვლის უფლება არ აქვს დეპუტატების გარდა არავის, ჟურნალისტებიც არიან შესაბამის ადგილას გამწესებულნი. შესაბამისად, გვქონდა შემთხვევა, როდესაც შემოსულები შეეცადნენ დარბაზის ბლოკირებას და შემოიჭრნენ კიდეც დარბაზში, ეს ხომ რეალობაა, მათ შორის, საშვის გარეშე შემოპარული რამდენიმე ადამიანი. ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს, რომ მე უზრუნველვყო და ავამოქმედო უსაფრთხოების ის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის სხდომის ჩატარებას და აღარ განმეორდეს, რომ მეორეჯერ აღარ ჩაიშალოს სხდომა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ წესრიგზე რომ, თქვენ ახსენეთ ეს სიტყვა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვეცადოთ, დეპუტატები, რომ წესრიგი დავიცვათ. ამიტომ მე ვუზრუნველვყოფ, რომ როდესაც ამ რეჟიმს ავამოქმედებ, შემდეგ რიგგარეშე სხდომებზე წინასწარ გაგაგებინებთ ამასთან დაკავშირებით, რომ თქვენც არ შეგექმნათ უხერხულობა საშვის დაშვებასთან დაკავშირებით.

დღეს უმნიშვნელოვანესი სხდომაა, სადაც აუცილებელია 23 რიცხვამდე საბიუჯეტო ცვლილებები განვიხილოთ. ვერ დავუშვებთ, რომ დღევანდელი სხდომის ჩატარებას რამე რისკი შეექმნას, ამიტომ ავამოქმედეთ ეს რეჟიმი", - განაცხადა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო