რომან გოცირიძე - აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიზში მითითებულია, რომ  შეუძლებელია ქართულ სასამართლოში სამართლის მიღწევა, რაც ინვესტორისთვის პირდაპირ ნიშნავს, რომ არ შემოყონ ცხვირი ამ ქვეყანაში

აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიზში მითითებულია, რომ შეუძლებელია ქართულ სასამართლოში სამართლის მიღწევა, რაც ინვესტორისთვის პირდაპირ ნიშნავს, რომ არ შემოყონ ცხვირი ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც საინვესტიციო კლიმატის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიზს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ, საქართველოში ინვესტირების სურვილი არავის გაუჩნდება.

„დოკუმენტში საუბარია, რომ ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია ანუ მინისტრები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები იპარავენ ფულს; ამბობენ, რომ შეუძლებელია ქართულ სასამართლოში სამართლის მიღწევა რაც ინვესტორისთვის პირდაპირ ნიშნავს, რომ არ შემოყონ ცხვირი ამ ქვეყანაში, სადაც ვერასდროს ვერ აჯობებს სასამართლო დავებში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური ანუ ხდება კარტელური გარიგებები. მთლიანობაში ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის, ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, არავის გაუჩნდება სურვილი, საქართველოში შემოვიდეს და ფული დააბანდოს. ცალკეა გამოყოფილი ანაკლია, ანაკლიის ისტორია ნიშნავს თუ როგორ მძალავრად არის რუსული ინტერესები და როგორ არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ისეთი პროექტები, რომელსაც ზურგს უმაგრებენ თავად ამერიკის შეერთებული შტატები. როცა აშშ - ის იურიდიული პირი გაგდებულ იქნა ანაკლიიდან, ეს ძალიან ცუდი სიგნალია სხვებისთვისაც“, - განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს