გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ყურძნის სუბსიდირება განახევრდება, კიდევ ერთ წელში კი, სახელმწიფო ყურძენს საერთოდ აღარ დაასუბსიდირებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ყურძნის სუბსიდირება განახევრდება, კიდევ ერთ წელში კი, სახელმწიფო ყურძენს საერთოდ აღარ დაასუბსიდირებს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მისივე თქმით, ყურძნის სუბსიდირების პროგრამის ახლიდან დაწყების საჭიროება პანდემიამ დააყენა.

„2020 წელს პანდემიის დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ყურძნისა და შესაბამისად, ღვინის ფასი განახევრდა იმიტომ, რომ ეს არის ტურიზმთან ძალიან მჭიდრო კავშირში მყოფი პროდუქტი. თუ ტურისტული მოძრაობა ქვეყნებს შორის და ქვეყანაში არ ხდება, მაგ შემთხვევაში, ამ პროდუქტის რეალიზება არის მინიმალური. შესაბამისად, ღვინო მსოფლიო ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვნად გაიაფდა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა პროდუქტებზე, რადგან ასეთი დიდი დარტყმა არც ერთ სხვა პროდუქტს არ მიუღია. შესაბამისად, რთველი დადგა იმ რისკის წინაშე, რომ თუ სახელმწიფო არ ჩაერეოდა, ძალიან დიდი რაოდენობის ფერმერი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რომელიც შეიძლება სოციალურ პროგრამაშიც გადაზრდილიყო, ამიტომ გარკვეული ინექცია ამ დროს ბიუჯეტიდან საჭირო გახდა. ეს იყო გასულ წელს და არის წელს. ჩვენ უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება, რომ დავიწყოთ გამოსვლა ამ პროცესიდან, ვინაიდან ტურისტული ნაკადები შედარებით აღდგება მსოფლიოს მასშტაბით და ამიტომ ჩვენ მომავალ წელს მინიმუმ უნდა გავანახევროთ ის თანხა, რაც გვქონდა და შემდეგ წელს საერთოდ გამოვიდეთ ამ პროგრამიდან. სუბსიდირება არ არის სწორი პოლიტიკა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა