მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია დესტრუქციას აპირებს და არ უჭერს მხარს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომლებთან დაკავშირებითაც არგუმენტი არ აქვთ

ოპოზიცია დესტრუქციას აპირებს და არ უჭერს მხარს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომლებთან დაკავშირებითაც არგუმენტი არ აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ლეგიტიმურობის საკითხი სამსჯელო გახადოს.

„წინასწარ ჩანს, რომ აპირებენ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გახადონ მინიმუმ სამსჯელო ლეგიტიმაციის პრობლემებთან დაკავშირებით. მიუხედავად ასეთი დახვეწილი და რისკების გამომრიცხავი ნორმებისა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ შეთანხმების თანახმად, მაინც დესტრუქციას აპირებენ და არ უჭერენ მხარს კანდიდატებს, რომლებთან დაკავშირებითაც არგუმენტი არ აქვთ. ამბობენ, რომ თითქოს ვიღაცას კვალიფიკაცია, ობიექტურობა აკლია, მაგრამ საიდან მოიტანეს ეს, როცა ჩანდა, რომ ღირსეული კანდიდატები იყვნენ. შესაბამისად, ჩვენ მხარს დავუჭერთ. თუ მესამე მოსმენის და კენჭისყრისას არ ექნება 90 ხმა თითოეულ მათგანს, ამის შემდეგ უკვე საპარლამენტო უმრავლესობა უზრუნველყოფს მათ არჩევას, ოპოზიცია მათ მხარს უარგუმენტოდ არ უჭერს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა