მამუკა მდინარაძე - შეიძლება იდეალურიც იყოს ჩვენთვის ოპოზიციის გაერთიანება და მეტი გარანტია იყოს ეს პირველივე ტურში მათი კანდიდატის დამარცხების

შეიძლება იდეალურიც იყოს ჩვენთვის ოპოზიციის გაერთიანება და მეტი გარანტია იყოს ეს პირველივე ტურში მათი კანდიდატის დამარცხების - კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი, სოციალურ ქსელებსაც რომ გადახედოთ, ოპოზიციის ამომრჩევლებიც კი ამაზე საუბრობენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანი კანდიდატები ეყოლება ოპოზიციას თუ რამდენიმე, კახა კალაძე უალტერნატივოა.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას კახა კალაძეზე და აღნიშნა, რომ თითოეულ სიტყვაზე ჩაჭიდება, როცა ჩასაჭიდებელი არაფერია, ამორალური საქციელია.

„სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში უკიდურესად ტენდენციური ინტერპრეტაციები გვესმის თითოეული სიტყვის და ჩაჭიდება იმ საკითხებზე, სადაც უბრალოდ ჩასაჭიდებელი არაფერია, არის ისეთივე ამორალური, როგორი ამორალურიც არის კონკრეტული ქმედებები, როცა გარდაცვლილი ადამიანით ხდება სპეკულირება, როცა მისი სახელის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, როცა ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ეს ემსახურება იმას, რომ მათი ტენდენციური პოზიციები საზოგადოებას თავს მოახვიონ, თუმცა ქართველი ამომრჩეველი ყოველთვის იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და სწორი დასკვნები გამოაქვს. სამწუხაროა, რომ მას ჰქვია ქარტია, რომელიც გარკვეულ წესებს ჟურნალისტურ სფეროში ალაგებს და ამ დროს ისიც ასეთი ტენდენციურია. ეს გამომდინარეობს ალბათ, არა მათი წევრების, არამედ მათი ხელმძღვანელობის პოზიციებიდან,” - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა