გიორგი კაკაურიძე - თუ ვაქცინაცია არ წავა მაღალი ტემპით, მივიღებთ უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით, დაახლოებით, მილიარდნახევრის ზარალის მომტანია

თუ ვაქცინაცია არ წავა მაღალი ტემპით, ჩვენ მივიღებთ უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას, ნაცვლად 7,7%-ს, მივიღებთ დაახლოებით, 5,5%-ს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით, დაახლოებით, მილიარდნახევარის ზარალის მომტანია,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აცრილი მოსახლეობის რაოდენობა 3%-იან ნიშნულზე დარჩება, ამ შემთხვევისთვის, ბიუჯეტის ზარალი კიდევ უფრო მაღალი იქნება და შესაძლოა, სამ მილიარდს გაუტოლდეს.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვაქცინაცია. წელს, დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოშიც ყველაზე დიდი რისკი, ალბათ, ისევ პანდემიის შემდგომი ტალღაა და სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც ბიუჯეტში ცვლილებები შეგვქონდა, არის სწორედ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, რომ ქვეყანა და ეკონომიკა მიიღებს ზარალს.

რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზარალი აისახება დამატებით ბიუჯეტის ზარალზეც და თუ სცენარებს შევადარებთ, ამ რისკის მატერიალიზაცია ითარგმნება იმაში, რომ ნაცვლად 7,7%-ის, შესაძლებელია, ეკონომიკური ზრდა გვქონდეს 5,5%, რაც წარმოდგენილია ჩვენს პესიმისტურ სცენარის შემთხვევაში. ეს, რა თქმა უნდა, მილიარდნახევრიან დანაკარგს ნიშნავს ქვეყნისთვის, რაც არ უნდა დავუშვათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ მოცვა ჩვენი აცრილი მოსახლეობისთვის“,- განაცხადა კაკაურიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს