ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე - დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის თითოეული მონაწილე სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ქვეყანამ

დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის თითოეული მონაწილე სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ქვეყანამ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშნელოვანია იმ ღონისძიებების, ე.წ მატრიცის შესრულება, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თანხას ვიღებთ, არამედ, ჩვენი გრძელვადიანი, როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადი განვითარებისთვისაც. რაც შეეხება ევროკავშირის მაკროფინასნური დახმარების ფარგლებში მისაღებ 75 მლნ ევროს. აქ ერთ-ერთი კომპონენტი უკავშირდებოდა სასამართლო რეფორმასა და მოსამართლეების არჩევას. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მათ შორის, ექსპერტულ დონეზე ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილი იყო ე.წ. მატრიცაში, შესრულებულია. შესაბამისად, არ უნდა იყოს დიდი რისკი, მიუხედავად პოლიტიკური შეფასებისა, რაც გაკეთდა. მთავარია, ჩვენი ყველა ღონისძიება შევასრულოთ. რაც შეეხება საკითხს, თანხა თუ არ მივიღეთ, რა მოხდება. ჯერ ერთი, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არ არის სანქცია. თუ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ექსპერტი ჩათვლის, რომ ღონისძიებები არ შესრულდა სრულყოფილად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კონკრეტული ტრანშის მიღების საშუალება არ გვექნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს სანქციას, ძალიან მკაფიოდ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო. მეორე - ფისკალურად ეს არ წარმოადგენს დიდ რისკს არც 2021 წლის და არც 2022 წლის ბიუჯეტში, ვინაიდან ეს არის დამატებით აღებული სესხი და სესხის არაღების შესაძლებლობა წელს გვაქვს. თუმცა, ამ სესხზე და კონკრეტული ვალის აღებასთან მიმართებით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან აღებული ვალდებულებები შესრულდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა