მამუკა მდინარაძე - სასაცილო მდგომარეობაა, რომ თურმე სხდომათა დარბაზში მაგიდაზე შეხტომა მორალური, მისი აღკვეთა კი ამორალური საქციელი ყოფილა

ძალიან სასაცილო მდგომარეობა არის ხოლმე, როცა სხდომათა დარბაზში დეპუტატის მაგიდაზე შეხტომა და ისეთი სიტყვების ძახება, რასაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, თურმე ყოფილა მორალური და თუ ვინმემ ეს აღკვეთა, ეს არის ამორალური საქციელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, პარლამენტის ეთიკის საბჭომ შეფასება მისცეს გასულ კვირას, ვახტანგ გომელაურის მოსმენაზე „ქართული ოცნების“ მამაკაცი დეპუტატების ქმედებებს ქალი დეპუტატების მიმართ.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თავისი „მესიჯბოქსით“ მომხდარის ინტერპრეტირებას ცდილობს.

„ამგვარი ინტერპრეტაციები დამაზიანებელია და ცალსახა ნიშანია იმის, რამდენად ცუდად შეუძლიათ შემოატრიალონ თავიანთი „მესიჯბოქსი“, რომელსაც გავლენა საზოგადოებაში არ აქვს, რადგან საუბარია ტყუილსა და მართალს შორის დაპირისპირებაზე.საკუთარ თვალში რაღაცის ვერდანახვასა და სხვის თვალში დანახვაზეა საუბარი, მარტივად რომ ვთქვათ“ - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო